ოთხშაბათი, 2024-10-16, 7:24 PM
მთავარი რეგისტრაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"
დასვით შეკითხვა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 109
დასვით შეკითხვა
შენიშვნა!
საიტზე გამოყენებული მასალები და სამეცნიერო სტატიები დაცულია საავტორო უფლებით ავტორთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება მათი გამოყენება!
Lecturers.Tk
ძიება...
უნივერსიტეტები
Lecturers.Tk
/div>
მთავარი » 2014 » აპრილი » 2 » გუნდის სასიცოცხლო ციკლი და მისი ეტაპები
5:28 PM
გუნდის სასიცოცხლო ციკლი და მისი ეტაპები
      11.3    გუნდის სასიცოცხლო ციკლი და მისი ეტაპები 




 

    ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა ბ.ვ. ტაკმენმა, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში , გამოყო გუნდის განვითარების ხუთი  სტადია, რომელთა თანმიმდევრული გავლა აუცილებელია გუნდის წარმატებული ფორმირება-განვითარებისათვის.

1. ფორმირება (Forming), ამ ეტაპზე გუნდის წევრები იწყებენ ურთიერთობების სწავლას,  ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულების გარკვევას, ამ ეტაპზე მწარმოებლურობის მაჩვენებელი დაბალია;

2. ზრდა (შეტევა) (Storming) . ეს არის ეტაპი, როდესაც ხდება   გუნდის წევრებს შორის სოციალური როლებისთვის ბრძოლა  და ურთიერთზემოქმედების   იმ  წესების დამკვიდრება. რომელთა ფონზე უდა გავითარდეს  გუნდი.

3. სტაბილიზაცია (ნორმირება) (Norming). ეტაპი, როდესაც  გადანაწილებულია ვალდებულებები,  აღარ არის კონკურენციული სტრესი, თავისუფლად ხდება ინფორმაციის გავრცელება. 

4. ფუნქციონირების ოპტიმალური დონის მიღწევა (Performing). 

5.გუნდის  დაშლა (დამათავრებელი სტადია)

განვიხილოთ თითოეული სტადია:

      1.ფორმირება.  გუნდის საქმიანობის დასაწყისი.

      კონტაქტები ფრთხილია,  ქცევა ორიენტირებულია ორგანიზაციაში მიღებული წესების და ნორმების დაცვაზე,  ინდივიდუალური ინიციატივები სიფრთხილეს მოითხოვს,  ნდობა გუნდში მცირე ხარისხითაა წარმოდგენილი.  ადგილი აქვს გუნდის მიზნებისა და ამოცანების თანდათანობით გამოვლენას, აგრეთვე პირადი პროფესიული კომპეტენციების იდენტიფიკაციას გუნდის სხვა  წევრებთან მიმართებით.  ეს საწყისი ეტაპი საკმაოდ ხანგრძლივია,  მის მიმართ ხელმძვანელის , ლიდერის  დამოკიდებულება შეიძლება ორ ასპექტში განვიხილოდ:

1)ამოცანათა გადაჭრის სფეროში

  2)ურთიერთობების სფეროში.

იხილე მეტი, წყარო: ლიდერობა და გუნდის მართვა, 2013 - წელი, 
ა.ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე

 

კატეგორია: სასწავლო - Training | ნანახია: 1630 | დაამატა: Aida | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



C o n f e r e n c i e r . T k   ვ ი ს წ ა ვ ლ ო თ    მ ა რ ტ ი ვ ა დ   და   ხ ა რ ი ს ხ ი ა ნ დ !