ოთხშაბათი, 2024-10-16, 7:26 PM
მთავარი რეგისტრაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"
დასვით შეკითხვა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 109
დასვით შეკითხვა
შენიშვნა!
საიტზე გამოყენებული მასალები და სამეცნიერო სტატიები დაცულია საავტორო უფლებით ავტორთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება მათი გამოყენება!
Lecturers.Tk
ძიება...
უნივერსიტეტები
Lecturers.Tk
/div>
მთავარი » 2014 » აპრილი » 2 » კონფლიქტების მართვა
5:53 PM
კონფლიქტების მართვა


13.2.კონფლიქტების კომპონენტები,ტიპები,



 

         ორგანიზაციაში კონფლიქტის როლი და  განვითარების ბუნება დამოკიდებულია იმაზე,   თუ რამდენად ეფექტიანად იმართება ის.   იმისათვის რომ კონფლიქტები ეფექტიანად  ვმართოთ აუცილებელია   ვიცოდეთ         კონფლიქტის    შემადგენელი კომპონენტები,  ტიპები,   მიზეზები და   მათი  გადაჭრის გზები

    ისმევა კითხვა,   რამდენად   საკმარისი  და  აუცილებელია   კონფლიქტის შემადგენელი კომპონენტების ნუსხა  და  არის თუ არა ის სტანდარტული. რა თქმა უნდა არა.   მაგალითად ,   მონაწილეები  და   წინაპირობა   აუცილებელი  კომპონენტებია, ხოლო   შუამავლები , როგორც კომპონენტი,  ყოველთვის  არ ფიგურირებს  კონფლიქტში.  იგივე შეიძლება ითქვას ინციდენტზე, რომელიც წინასაკონფლიქტო    სტადიიდან   შემდგომ ფაზაზე,  ანუ ინციდენტის ფაზაზე გადასვლას მიუთითებს, თუ კონფლიქტი  წინაპირობის ფაზაშივე გადაჭრება,   მაშინ  ინციდენტი  ვეღარ  განვითარდება .

       

კონფლიქტების კლასიფიკაცია

კონფლიქტების   კლასიფიკაციის ყველაზე  ფართოდ გავრცელებული   კრიტერიუმი  არის მასშტაბი.   აღნიშნული კრიტერიუმის  მიხედვით    არსებობს:

1.შიდაპიროვნული კონფლიქტი;

2. პიროვნებათაშორისიკონფლიქტი;

3. პიროვნებასა და ჯგუფს შორის კონფლიქტი;

   4.  ჯგუფური და ჯგუთშორისი  კონფლიქტი


 

              13.3. კონფლიქტების გადაჭრის კლასიკური მიდგომები     გუნდური მუშაობაში

 

         კონფლიქტი ბუნებრივი თვისებაა, რომელიც  გუნდური მუშაობისთვისააც არის  დამახასიათებელი, რომელიც   გარკვეულ სიტუაციებში კონსტრუქციული და სტიმულირებითი მნიშვნელობის მქონეა.

      გუნდური კონფლიქტები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით, პროექტების სხვადასხვა სტადიებთან  დაკავშირებული  პრობლემური და სტრესული   სიტუაციებით,  გუნდის წევრთა  პიროვნული  თავისებურებებით და სხვა ფაქტორებით.

      წარმატებული გუნდური მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის კონფლიქტების ეფექტიანი მართვის უნარი,   რადგან უყურადღებოდ დარჩენილი  კონფლიქტური სიტუაცია ხელს უშლის ეფექტიანი პიროვნებათაშორისი ურთიერთობების განვითარებას  გუნდის წევრებს შორის.  იმისათვის, რომ წარმატებით გადაიჭრას კონფლიქტები, გუნდის წევრმა- კონფლიქტის  სუბიექტმა , კარგად უნდა იცოდეს  რა არის მისთვის   უფრო მიზანშეწონილი  მიდგომა  პრობლემების გადასაჭრელად.   განვიხილოთ კონფლიქტების  გადაჭრის კლასიკური მიდგომებს,  რომლებიც წარმატებით გამოიყენება გუნდის   მართვაში.

.

კონფლიქტების გადაჭრის კლასიკური მიდგომები [2]





 

მიდგომა

მიდგომის არსი

შესაძლო გამოყენების ასპექტები





 

მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები

მეტოქეობა

და დაპირისპირება

«გამარჯვება-დამარცხება»

გამოიყენება, როდესაც  საჭიროა უალტერნატივო გადაწყვეტილების მიღება და მოლაპარაკება შეუძლებელია





 

შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი დაპირისპირება გუნდის წევრებს შორის





 

თავის  არიდება

„დაე იყოს ასე!“

გამოიყენება, როდესაც კონფლიქტი არ არის არსებითი მნიშვნელობის  და მისგან თავის არიდება სიტუაციის განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა





 





 

არ შეიძლება გამოვიყენოთ როდესაც პრობლემა მწვავეა და თავის არიდებით და გაჩუმებით მხოლოდ  დავამძიმებთ სიტუაციას.





 

მოლაპარაკება

(უკან დახევა)

„დაე გაიმარჯოს მეორე მხარემ“





 

მივცეთ მეორე მხარეს  გამარჯვების  საშუალება, თუ ეს სამომავლოდ ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება მოსალოდნელი პრობლემების გადასაჭრელად





 





 

შესაძლებელია გუნდის წევრებმა გაღიარონ როგორც  სუსტი და არამებრძოლი პიროვნება





 





 





 





 





 





 

თანამშრომ-ლობა

შეთანხმებული მოქმედება ორივე მხარისთვის შედეგის მომტანი იქნება





 

გამოიყენება ისეთ სიტუაციებში, როდესაც კონფლიქტის ორივე მხარეს აქვს  ღირსება, რომელსაც აღიარებენ და უფრთხილდებიან.





 

მცდარი გადაწყვეტილება ორივე მხარეს აზარალებს





 

კომპრომისი

დათმობა ახლო პერსპექტივაში წარმატების მიღწევის მიზნით





 

გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ფრთხილი და არააუჩქარებელი მოქმედებები.





 

თუ ერთი მხარე  ძალიან ადვილად თმობს, შესაძლებელია შეფასდეს როგორც სუსტი და მერყევი გადაწყვეტილებებში.





 



 

  კონფლიქტების გადაჭრის თითოეული ეს სტილი შეიძლება იყოს ეფექტიანი , იმ პირობებში, თუ ის გამოყენებულია შესაბამის სიტუაციაში.  ამ მხრივ ძალიან საყურადღებოა  გუნდის წევრთა ტიპების კლასიფიკაცია,   კონფლიქტურ პრობლემებთად  დამოკიდებულების თვალსაზრისით.


იხილე მეტი, წყარო: ლიდერობა და გუნდის მართვა, 2013 - წელი, 
ა.ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე

 





 





 





 

კატეგორია: სასწავლო - Training | ნანახია: 1889 | დაამატა: Aida | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



C o n f e r e n c i e r . T k   ვ ი ს წ ა ვ ლ ო თ    მ ა რ ტ ი ვ ა დ   და   ხ ა რ ი ს ხ ი ა ნ დ !