ოთხშაბათი, 2024-10-16, 7:23 PM
მთავარი რეგისტრაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"
დასვით შეკითხვა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 109
დასვით შეკითხვა
შენიშვნა!
საიტზე გამოყენებული მასალები და სამეცნიერო სტატიები დაცულია საავტორო უფლებით ავტორთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება მათი გამოყენება!
Lecturers.Tk
ძიება...
უნივერსიტეტები
Lecturers.Tk
/div>
მთავარი » 2014 » აპრილი » 2 » მოტივაცია და გუნდის მართვა
5:16 PM
მოტივაცია და გუნდის მართვა

თავი 9.   მოტივაცია ლიდერობის თეორიებში

          9.1   მოტივაციის არსი და მეთოდოლოგია




 მოტივაცია,  ნებისმიერ  საქმიანობაში  საკუთარი თავისა და სხვა პირების  განწყობის შექმნის პროცესია  პირადი ან ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. შეიძლება ორგანიზაციას ჰქონდეს საუკეთესო სტრუქტურა, მაგრამ არ იყოს ეფექტიანი იმის გამო, რომ ხელმძღვანელობას არ შეუძლია მუშაკთა შრომის წარმართვა და  სტიმულირება  დასახული მიზნებისაკენ.  მოტივაცია მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან _ «მოტივი», რომელიც გულისხმობს  რაიმე მოქმედების, საქციელის გამომწვევ მიზეზებს. ადამიანებზე გამიზნული ზემოქმედების აუცილებლობა ცნობილი იყო გაცილებით ადრე, ვიდრე სიტყვა «მოტივაცია» გაჩნდებოდა მენეჯმენტის ლექსიკაში. უძველესი დროიდან ადამიანებზე ან იძულებით და ან დაჯილდოების გზით   ზემოქმედებდნენ.  მენეჯმენტის მეცნიერული მართვის სკოლის წარმოშობამ ორგანიზაციის  დონეზე  გასატარებელ მოტივაციურ  პოლიტიკში  პირველი  ნაბიჯი გადადგა. ამას მოწმობს  ფ. ტეილორისა და მისი მიმდევრების  მეცნიერული თეორია _ «ზღვრული დღიური გამომუშავება»-ის ნორმის შესახებ, რომელიც   _ ობიექტური საფუძველი გახდა    იმ  მოტივაციური ბერკეტისთვის,   რომლის თანახმადაც უფრო მეტად აუნაზღაურებინათ შრომა მათ, ვინც აწარმოებდა მეტ პროდუქციას, და უზრუნველყოფდა შრომის მაღალ მწარმოებლურობას.  უდაოა, რომ ზოგადად მენეჯმენტში, კერძოდ კი პერსონალის მოტივაციის და  ლიდერობის საკითხებთან მიმართებით  არსებითი  მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოლოგიურ  თეორიებს.

          მართვაში ფსიქოლოგიური მოტივების გამოყენების აუცილებლობის აღიარება დაკავშირებულია  მენეჯმენტის სფეროს ცნობილი მკვლევარის,  ქცევითი სკოლის ფუძემდებლის, ელტონ მეიოს   სახელთან, რომელიც ფლობდა როგორც მეცნიერული მართვის თეორიის, ისე ფსიქოლოგიის  საფუძვლების  ცოდნას. .

            ელტონ  მეიო  დაიბადა ავსტრალიაში. უნივერსიტეტში სწავლობდა ეთიკას, ფილოსოფიას და ლოგიკას.  შოტლანდიაში ის  დაეუფლა მედიცინას და  მონაწილეობდა ფსიქოლოგიურ კვლევებში.  მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ემილ დიურკგეიმისა და ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებმა. მოგვიანებით ის გადადის  აშშ-ში და პელსილვანიის საფინანსო-კომერციულ სკოლაში. 1920-იანი წლებიდან ის  ჰარვარდის უნივერსიტეტის  პროფესორი  ხდება ინდუსტრიული    სოციოლოგიის  დარგში  [19],

 ე. მეიო ცნობილი გახდა 1923-1924 წლებში ფილადელფიაში, ტექსტილის  ფაბრიკაში ჩატარებული ექსპერიმენტით. ფაბრიკის სართავ უბანზე საწარმოს ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო კადრების დენადობის შეჩერება მატერიალური სტიმულების გამოყენებით და დახმარებისათვის მიმართეს ე. მეიოს და მის მეგობრებს. მათ სიტუაციის ყურადღებით შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ მგრეხავის შრომის პირობები მძიმე და ნაკლებად პატივსაცემი იყო. პრობლემა მოგვარდა შრომის პირობების შეცვლით. ე. მეიომ შემოიღო  მგრეხავებისათვის ექსპერიმენტის სახით ორი ათწუთიანი შესვენება, რის შედეგად მკვეთრად შემცირდა სამუშაო ძალის დენადობა და გაიზარდა შრომის მწარმოებლურობა. როცა ინსპექტორმა შესვენებები გააუქმა, მდგომარეობა ისევ ადრინდელი გახდა. დამტკიცდა, რომ სწორედ ე. მეიოს ექსპერიმენტმა გააუმჯობესა საგრეხ უბანზე მდგომარეობა. ამ ექსპერიმენტმა გააღრმავა რწმენა, რომ ხელმძღვანელისათვის აუცილებელია მუშაკთა ფსიქოლოგიაში გარკვევა. თუმცა, ე. მეიომაც ვერ გაიცნობიერა სათანადოდ თავისი აღმოჩენა, რადგან ფსიქოლოგიური მეცნიერება ის-ის იყო იდგამდა ფეხს.

      მუშაკთა სამუშაო ადგილზე ქცევის პირველ ფუნდამენტურ გამოკვლევას წარმოადგენდა ე. მეიოსა და მისი მეგობრის მიერ ქ. ხოტორნში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც 1920 წლის ბოლოს დაიწყო და თითქმის 8 წლის შემდეგ დამთავრდა იმის გაცნობიერებით, რომ სოციალური ურთიერთქმედება და ჯგუფური ქცევები მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ინდივიდუალური შრომის მწარმოებლურობაზე.

       ხოტორნის ექსპერიმენტმა არ გამოავლინა მოტივაციის მოდელი, რომელიც ახსნიდა შრომისაკენ განწყობის შექმნის  მოტივებს. შრომის მოტივაციის ფსიქოლოგიური თეორიები წარმოიშვა გაცილებით უფრო გვიან, XX საუკუნის 40-იან წლებში და მათი განვითარება დღევანდელ დროშიც გრძელდება.   მოტივაციის თანამედროვე თeორიები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად:

1.მოტივაციის შინაარსობრივი თეორიები.

2.მოტივაციის პროცესუალური თეორიები.


 

             9. 2.მოტივაციის შინაარსობრივი თეორიები.

          „  როგორიც მოტივია, ისეთივეა ქცევა“

               /დიმიტრი უზნაძე/

 

        მოტივაციის შინაარსობრივი თეორიების მიზანია ადამიანთა მოქმედების განმსაზღვრელი მოთხოვნილებების გამოვლენა. მისი ფუძემდებლები არიან ა. მასლოუ, ფ. ჰერცბერგი და დ. მაკკლელანდი .

      აბრაჰამ  მასლოუ  (1908 — 1970 წწ.) — ამერიკელი ფსიქოლოგი,  ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის  ერთ-ერთი ლიდერი,  „ მოთხოვნილებათა პირამიდის“ ავტორი,  ასევე ავტორი ისეთი   ცნობილი ნაშრომებისა, როგორიცაა: „ადამიანური მოტივაციის თეორია“ (1934 წ.), «შესავალი ფსიქოლოგიაში » (1934 წ.), «მოტივაცია და  ინდივიდუალობა“(1970 წ.).

ერთ-ერთი პირველი ბიჰეივიორისტი, რომელიც დაინტერესდა ადამიანთა მოთხოვნილებებით, იყო . მასლოუ.

   მის შრომებში პირველად აისახა ადამიანთა მოთხოვნილებების მრავალფეროვნება  და მათი გავლენა ქცევაზე, მოტივაციაზე.  ბიჰეივიორისტების (ქცევითი მიდგომების მიმდევრების) შეხედულებებზე დაყრდნობით მოთხოვნილებები შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგნაირად:

ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები;

 უსაფრთხოების მოთხოვნილებები;

 სოციალური მოთხოვნილებები;

 პატივისცემის მოთხოვნილებები;

 თვითგამოხატვის (თვითრეალიზაციის )  მოთხოვნილებები.

უსაფრთხოების მოთხოვნილებები აერთიანებს მოთხოვნილებებს, რომელთაც უნდა დაიცვან ადამიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური საშიშროებებისაგან და მისცენ მას მომავალში ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების რწმენა. ასეთ რწმენას იძლევა, მაგალითად, ისეთი სამუშაოს გამოძებნა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანს კარგი პენსიით. ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს მიეკუთვნება მოთხოვნილება საკვებზე,სითბოზე და ა.შ.სოციალურ მოთხოვნილებებში იგულისხმება რისიმე ან ვისიმე კუთვნილების გრძნობა, ერთგულება და მხარდაჭერა. პატივისცემის მოთხოვნილებები მოიცავს როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფთა პატივისცემის, პირადი მიღწევების, კომპენტენტურობის აღიარების მოთხოვნილებებს. თვითგამოხატვის მოთხოვნილებებში შედის მუშაკის საკუთარი პოტენციური შესაძლებლობების რეალიზაციისა და მისი, როგორც პიროვნების, ზრდის მოთხოვნილებები.

იხილე მეტი, წყარო: ლიდერობა და გუნდის მართვა, 2013 - წელი, 
ა.ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე

 



 

კატეგორია: სასწავლო - Training | ნანახია: 2568 | დაამატა: Aida | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



C o n f e r e n c i e r . T k   ვ ი ს წ ა ვ ლ ო თ    მ ა რ ტ ი ვ ა დ   და   ხ ა რ ი ს ხ ი ა ნ დ !