ოთხშაბათი, 2024-10-16, 7:23 PM
მთავარი რეგისტრაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"
დასვით შეკითხვა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 109
დასვით შეკითხვა
შენიშვნა!
საიტზე გამოყენებული მასალები და სამეცნიერო სტატიები დაცულია საავტორო უფლებით ავტორთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება მათი გამოყენება!
Lecturers.Tk
ძიება...
უნივერსიტეტები
Lecturers.Tk
/div>
მთავარი » 2014 » აპრილი » 2 » თვითმენეჯმენტი და პირადი დროის მართვა
6:04 PM
თვითმენეჯმენტი და პირადი დროის მართვა

თავი 10.   ლიდერობა  , თვითმენეჯმენტი   და  პირადი  დროის მართვა

                   10.1. ეფექტიანი კომუნიკაცია, როგორც ლიდერული უნარი

 

 

           არსებობს განსხვავებული შეხედულებები  თვითმენეჯმენტის არსთან და  საგანთან დაკავშირებით.    ფართოდ გავრცელებული განმარტების თანახმად თვითმენეჯმენტი არის  სამუშაო დროის გამოყენების ინდივიდუალური ტექნოლოგია.  გერმანელი მეცნიერის ლ. ზაივერტის განმარტებით  „ თვითმენეჯმენტი არის ყოველდღიურ მმართველობით საქმიანობაში გამოყენებული აპრობირებული  პრაქტიკული მეთოდებისა და ხერხების  თანმიმდევრული და მიზანმიმართული გამოყენება,  რათა ოპტიმალური გადაწყვეტილებების ფონზე   შესაძლებელი გახდეს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.

       ეფექტიანი თვითმენეჯმენტი  ობიექტურად არის დაკავშირებული, როგორც  ადამიანის ბუნებასთან, ისე  გარემო ფაქტორების გავლენასთან.

       თვითმენეჯმენტის ძირითადი მიზანი  არის ის, რომ ინდივიდმა შეძლოს  ისწავლოს   საკუთარი შესაძლებლობების  უკეთესად გამოყენება  და   დაბრკოლებების დაძლევა  როგორც  სამუშაო პირობებში, ისე პირად ცხოვრებაში.

        მენეჯმენტი, როგორც  მმართველობითი საქმიანობა პროცესული მიდგომის  თვალსაზრისით   ციკლური ხასიათისაა, სადაც  მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ერთმანეთთან მისი კლასიკური ფუნქციები: დაგეგმვა, ორგანიზაცია, მოტივაცია და კონტროლი, ხოლო დამაკავშირებელი პროცესებს-კომუნიკაციას  და გადაწყვეტილების მიღებას,   ეს  პროცესი  მოქმედებაში მოჰყავს.  თვითმენეჯმენტის  ციკლიც  იგივე პრინციპზეა აგებული  .  სხვადასხვა ამოცანებსა და პრობლემებზე ყოველდღიური გადაწყვეტილებები  დემონსტრირდება  რიგი განსხვავებული ფუნქციების ფორმით, რომლებიც როგორც წესი გარკვეულ თანმიმდევრულ  ურთიერთდამოკიდებულებაში არიან.     ვითარდება  თვითმენეჯმენტის  ციკლური პროცესი,    რომელშიც     შეიძლება  პირობითად  დაიყოს   შიდა და გარე  , ანუ ენდოგენური და ეგზოგენური   ფუნქციები  .  ქვემოთ მოყვანილ  სქემაზე  ( იხ. სქემა ) ილუსტრირებულია   თვითმენეჯმენტის ციკლი.  გარე     წრე  არის   თვითმენეჯმენტის    ზოგადი  ფუნქციის მოქმედების არეალი,    ესენია:

 

1.მიზნების  დადგენა.  პირადი მიზნების  ფორმულირება;

 2. სტრატეგიული დაგეგმვა,  გეგმების შემუშავება;’

3.გადაწყვეტილების მიღება;

4.რეალიზაცია და ორგანიზაცია;.

5.კონტროლი.

 

6.კომუნიკაცია (შიდა წრე ში  მოქმედი    ფუნქცია)

იხილე მეტი, წყარო: ლიდერობა და გუნდის მართვა, 2013 - წელი, 
ა.ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე

 



 

კატეგორია: სასწავლო - Training | ნანახია: 1902 | დაამატა: Aida | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



C o n f e r e n c i e r . T k   ვ ი ს წ ა ვ ლ ო თ    მ ა რ ტ ი ვ ა დ   და   ხ ა რ ი ს ხ ი ა ნ დ !