ოთხშაბათი, 2024-10-16, 5:23 PM
მთავარი რეგისტრაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმრები"
დასვით შეკითხვა
გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 109
დასვით შეკითხვა
შენიშვნა!
საიტზე გამოყენებული მასალები და სამეცნიერო სტატიები დაცულია საავტორო უფლებით ავტორთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება მათი გამოყენება!
Lecturers.Tk
ძიება...
უნივერსიტეტები
Lecturers.Tk
/div>
მთავარი » 2014 » აპრილი » 2 » მცირე ტერმინოლოგიური ლექსიკონი
5:39 PM
მცირე ტერმინოლოგიური ლექსიკონი





ავტორიტეტი  (Authority Autorilat - გავლენა ) -ადამიანის პატივისცემის დონე სხვა

               ადამიანების მხრიდან,  რომელსაც ის მიეკუთვნება.  ავტორიტეტი

              ლიდერის უნარებში, განაწყოს სხვა ადამიანები მათდამი დაკისრებული

              ვალდებულებების შესრულებაში. ანსხვავებენ თანამდებობრივ და რეალურ

               (პიროვნულ ) ავტორიტეტს.

 ადაპტური ორგანიზაციული სტრუქტურა  _  რომელიც  ფუნქციონირების პირობებში

              სწრაფად  რეაგირებს სიტუაციურ ცვლადებზე და ითვალისწინებს  განახლებულ

            მიზნებს, ამოცანებს, ფუნქციებს.

ადმინისტრაცია _ მართვის აპარატი, რომლის შემადგენელი სტრუქტურული ერთეულებიც შეიძლება იყოს:  პრეზიდენტი,  ვიცე-პრეზიდენტები, ვერტიკალური და ჰორიზონტალური დონის მენეჯერები.

ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემა _   მმართველობითი  სისტემა, რომელშიც მთავარი როლი ეკუთვნის  მბრძანებლურ-ადმინისტრაციულ  მეთოდებს. აღნიშნული სისტემისთვის დამახასიათებელია ცენტრალიზებული დირექტიული დაგეგმვა. არ არსებობს მართვის დემოკრატიული პრინციპები .

ავტოკრატია _ მმართველობითი სტილი, რომელიც ერთი პირის ხელში ძალაუფლების თავმოყრას ეფუძნება.

ავტოკრატი  მმართველი _ ხელმძღვანელი (მენეჯერს) რომელსაც აქვს  ერთპიროვნული ძალაუფლება, რომელსაც თავს  ახვევს  ხელქვეითებს.

ავტონომია _ მართვის ორგანიზაციის ფორმა, რომლის დროსაც ადგილი აქვს

              მნიშვნელოვანი ეკონომიკური (ორგანიზაციული) გადაწყვეტილებების

               დამოუკიდებლად მიღებას.

ალტრუიზმი _ უანგარო ზრუნვა სხვისი კეთილდღეობისთვის, მზადყოფნა სხვას შესწიროს თავისი პირადი ინტერესები.

ასოციაცია _ ფიზიკური და (ან) იურიდიული პირების ნებაყოფლობითი გაერთიანება ერთობლივი თანამშრომლობის მიზნით.

არაფორმალური ლიდერი (Informal leader )-ლიდერი, რომლის გავლენა და ავტორიტეტი

             ეფუძნება ჯგუფის დამოკიდებულებას მის მიმართ  და არა მის სამსახურეობრივ

              მდგომარეობას, თანამდებობას, სტატუსს რანგს.




 

ატესტაცია _ 1) მუშაკის ცოდნის დონის, კვალიფიკაციის განსაზღვრა,  დადგენა იმისა,

           შეესაბამება თუ არა მუშაკის ცოდნის დონე და კვალიფიკაცია მის მიერ

            დაკავებულ თანამდებობას, რომელზეც იგი პრეტენზიას აცხადებს. მუშაკის

           შრომის ანაზღაურების კატეგორიების დადგენა მისი კვალიფიკაციის მიხედვით;

              2) დასკვნა, გამოხმაურება მუშაკის საქმიანი თვისებებისა და ცოდნის თაობაზე.

ახალშემონაღები _ ეკონომიკური და ტექნოლოგიური სიახლე




 

ბიუროკრატიული ლიდერი (Bureacratic leader )- ლიდერი, რომლის ავტორიტეტი  პირველ რიგში მისი მდგომარეობით ბიუროკრატიულ იერარქიაში  და არა პირადი ღირსებებით და უნარჩვევებით.




 

ბაზარი_      ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა წარმოებასა და მოხმარებას შორის, რომლის მეშვეობითაც დაიყვანება საქონელი და მომსახურება მწარმოებლებიდან მომხმარებლებამდე. საბაზრო კონიუნქტურის  ძირითადი ელემენტებია: მოთხოვნა, მიწოდება და ფასი, რომელიც ყალიბდება ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე. ბაზრის  ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია: სასაქონლო (სამომხმარებლო საქონლისა და წარმოების საშუალებების) და მომსახურების, ფასიანი ქაღალდების, სამუშაო ძალის ბაზარი.




 

ბაზრის გამოკვლევა _ ერთი ბაზრის ან ბაზართა ერთობლიობის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზი, რომელიც ტარდება იმისათვის, რომ შესწავლილ იქნეს ბაზრის პოტენციური მოცულობა, მოცემულ ბაზარზე საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა, ფასები, კონკურენტები და სხვ. წარმოადგენს მარკეტინგული კვლევის ნაწილს.

ბენჩმარკინგი _ პროცესი, რომლის საშუალებით საწარმო (ფირმა) პერმანენტულად ახორციელებს თავისი მახასიათებლების შედარებას ბიზნესის ლიდერებთან მსოფლიო მასშტაბით და ახდენს თვითშეფასებას, რათა მიიღოს საკუთარი ბიზნესმახასიათებლების გასაუმჯობესებლად აუცილებელი ინფორმაცია. ბიზნესი _ ეკონომიკური საქმიანობა (წარმოება, ვაჭრობა, მომსახურება და სხვ.) და საქმიანი ურთიერთობა მის მონაწილეებს შორის, რომლებიც ხორციელდება მოგების მისაღებად. არის წვრილი (საოჯახო), მცირე, საშუალო და მსხვილი (დიდი) ბიზნესი.

ბიზნესმენი _ პირი, რომელიც ეწევა ბიზნესს. არის მესაკუთრე, კაპიტალის მფლობელი, რომელიც ქირაობს თავისი საკუთარი ფირმისათვის მუშა-მოსამსახურეებს ფირმის პრეზიდენტის  ჩათვლით.

ბიზნეს-გეგმა _ საწარმოს  მოქმედების გეგმა, პროგრამა, რომელიც მოიცავს მონაცემებს ფირმის, საქონლის, მისი წარმოება-გასაღების, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ბიზნესის ეფექტიანობის შესახებ.

ბიუროკრატიული სტრუქტურა_ ორგანიზაციის სტრუქტურის მექანისტური, არაორგანული  ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შრომის სპეციალიზებული დანაწილება, ზუსტი მმართველობითი იერარქია, მუშაობის შეფასების მაჩვენებლები, მუშაკთა სამუშაოზე მიღების (დაქირავების) პრინციპები, რომლებიც ემყარება მუშაკის კომპეტენციებს.

ბიუჯეტი _ წლიური გეგმა, რომელიც ასახავს მოსალოდნელ შედეგებს და გასანაწილებელ რესურსებს რაოდენობრივი და ფულადი  ფორმით. იგი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, ფირმის, ოჯახის შემოსავლებისა და ხარჯების ნუსხა.

ბიჰევიორიზმი _ ადამიანთა ქცევის ფსიქოლოგიური საფუძვლების თეორიული მიდგომა, რომლის თანახმად ქცევითი ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლებელია, როგორც ცალკეული მუშაკის, ასევე მთლიანად ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლება.




 




 

                                                     გ

გადაწყვეტილება _ რაიმე დავალების შესახებ ალტერნატივის შერჩევა .

გავლენა _ ერთი ადამიანის ქცევა, რომელიც ცვლის მისადმი სხვა ადამიანების დამოკიდებულებასა და გრძნობას .

განუსაზღვრელობა _  არასაკმარისი  ინფორმაციით გამოწვეული  წინასწარ განჭვრეტის და  პროგნოზირების დაბალი დონე, დაუპროგრამებელი გადაწყვეტილებების მიღებისა  და რისკ ფაქტორის მაღალი ხარისხის პარალელურად.

გასამრჯელო_ მოტივაციის თეორიის ერთ-ერთი ელემენტი,   რომელსაც ადამიანი  მიიჩნევს ფასეულად შრომის მატერიალური ან მორალური სტიმულირების სახით . გარემო _ ორგანიზაციის ფუნქციონირების პირობები და მის საქმიანობაზე მოქმედი ფაქტორების (სიტუაციური ცვლადების) ერთობლიობა. არსებობს შიგა და გარე გარემო. შიგა  ცვლადები: მიზნები, სტრუქტურები, ამოცანები, ტექნოლოგიები და ადამიანები. პირდაპირი ზემოქმედების გარე გარემო: მიმწოდებლები, მომხმარებლები, კონკურენტები, საკონტაქტო აუდიტორია, კანონები. ეკონომიკური მდგომარეობა, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები, სოციალურ-კულტურული, ეკოლოგიური  ფაქტორები და ფასეულობები.

                                               დ




 

დივერგენცია (Divergence-მთელის შემადგენელი ნაწილების განსხვავებული ნიშნებით დიფერენცირება) - მცირე ჯგუფის წევრების განსხვავება  ექსპრესიულ და ინსტრუმენტალურ ლიდერებთან მიმართებით,




 

დავალება _ დაკისრებული სამუშაო, (ამოცანა), რომელიც უნდა შესრულდეს  განსაზღვრული ფორმით მოცემულ დროში.

დამაკავშირებელი პროცესები _ მენეჯმენტის სისტემაში გადაწყვეტილებების  მიღება და კომუნიკაცია არის დამაკავშირებელი პროცესები, მათი შუალო ჩართვის გარეშე მენეჯმენტის ციკლში ვერ განხორციელდება ძირითადი ფუნქციების რეალიზაცია.

დაგეგმვა _ მენეჯმენტის ერთ-ერთი ძირითადი და წამყვანი ფუნქცია, ორგანიზაციის მიზნებისა და გადაწყვეტილებების შერჩევის პროცესები, რომლებიც აუცილებელია მათი მიღწევისათვის.




 

დელეგირება_ ამოცანებისა და უფლებების გადაცემა შემსრულებლისათვის, რომელიც კისრულობს პასუხისმგებლობას მათი განხორციელებისათვის. იგი გამოიყენება როგორც მართვის დეცენტრალიზაციის საშუალება .




 

დემოკრატიული ხელმძღვანელი  _ ხელმძღვანელი, რომელიც ცდილობს არ მოახვიოს თავისი ნება ხელქვეითებს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათი ინტერესები, გამოირჩეოდეს მოტივაციისა და პასუხიმგებლობის დელეგირების მაღალი ხარისხით.




 

დეტერმინიზმი _ ეკონომიკური ამოცანების დასმა, გადაწყვეტა, რომლის დროსაც მათი პირობები ფორმირდება სრული განსაზღვრულობით, განუსაზღვრელი, შემთხვევითი ბუნების ფაქტორების მხედველობაში მიღების გარეშე

. დეცენტრალიზებული ორგანიზაცია_ ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლის ფარგ-ლებშიც გადაწყვეტილების მიღების უფლება ნაწილდება ქვემდგომ მმართველობით სტრუქტურებამდე. დივიზიური ორგანიზაციული სტრუქტურა _ ორგანიზაციული სტრუქტურის ტიპი, რომელიც დამუშავებულია დიდი ორგანიზაციებისათვის, რომლებისთვისაც ფუნქციური სტრუქტურები არაეფექტიანი ხდება. სტრუქტურების  ძირითადი ტიპებია რეგიონული და სასაქონლო   და ბაზრო.  სტრატეგიული და ოპერატიული მართვისათვის.

დისფუნქციური კონფლიქტი _ კონფლიქტი, რომელიც იწვევს მუშაობით კმაყოფილების ხარისხის შემცირებას, ჯგუფებს შორის თანამშრომლობის შესუსტებას, ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შემცირებას.

                                                ე

ექსპრესიული ლიდერი - ლიდერი, რომელიც გავლენას ახდენს ჯგუფის  ემოციურ ატმოსფეროზე  და გააჩნია უნარები გამოხატოს ჯგუფის ინტერესები, განწყობა, შეამციროს დაძაბულობა და წარმოაჩინოს ჯგუფის იმიჯი მის ფარგლებს გარეთ.




 

ევრისტიკა _ ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის მეთოდი, გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაფუძნებულია ინტუიციაზე, საზრიანობაზე, ანალოგიებზე, გამოცდილებაზე, გამომგონებლობაზე,




 

ეკოლოგია _ ადამიანთა ურთიერთობა გარემომცველ ბუნებასთან (გარე სამყაროსთან) რესურსების ეკონომიკური გამოყენების, მათი დაცვისა და აღდგენის ჩათვლით.




 

ეკონომიკური თეორია _ ზოგადი მეცნიერება ეკონომიკის შესახებ, თეორიული წარმოდგენები ეკონომიკურ პროცესებსა და მოვლენებზე, ეკონომიკის ფუნქციონირებაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლებიც დაფუძნებულია, ლოგიკაზე, ისტორიულ გამოცდილებებზე ,თეორიულ კონცეფციებზე, მეცნიერულ  კონცეფციებზე.

ეკონომიკური კიბერნეტიკა _ მეცნიერება ეკონომიკური სისტემების მართვის ზოგად კანონზომიერებათა და მართვის პროცესში ინფორმაციის გამოყენების შესახებ.




 

ეფექტიანი _ ეფექტის, შედეგის მიღების გამომხატველი ეკონომიკური კატეგორია. მისი ძირითადი მაჩვენებლები  პირობითად შეიძლება იყოს: წარმოების მოცულობა, პროდუქციის თვითღირებულება, შრომის ნაყოფიერების დონე, შემოსავლიანობის დონე, მოგება , რენტაბელობის დონე. მისი სინონიმებია: შედეგიანი, რეზულტატიანი. მაგალითად, ეფექტიანი წარმოება, ეფექტიანი მენეჯმენტი .




 

ექსტრაპოლაცია _ ეკონომიკური მაჩვენებლების, სიდიდეების მომავალი, მოსალოდნელი მნიშვნელობების განსაზღვრა წარსულ პერიოდში არსებული მონაცემების საფუძველზე მათი ცვლილებების Gგათვალისწინებით. მისი საპირისპიროა ინტერპოლაცია.

                                                   ზ




 

ზარალი _ სამეურნეო საქმიანობის  დანაკარგები, გამოხატული ფულად ფორმაში; საწარმოს  ხარჯების გადამეტება შემოსავლებზე, რაც მატერიალური და ფულადი რესურსების შემცირებას იწვევს

                                 თ




 

თანამდებობრივი ინსტრუქცია _ დოკუმენტი ძირითადი ამოცანების, მოვალეობების, გამოცდილების, სამუშაოს შესახებ, რომლებიც მოეთხოვება სხვადასხვა თანამდებობას კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციაში.




 

თეორია «X» _ დ. მაკგრეგორის ტერმინი, რომლის მიხედვით ავტოკრატიული ხელმძღვანელი  მიიჩნევს, რომ ადამიანებს არ უყვართ მუშაობა და  ამჯობინებენ რათა მათ ხელმძღვანელობდნენ; ამ თეორიის მთავარი დასკვნა: ადამიანებმა რომ იმუშაონ, აუცილებელია მათი იძულება

თეორია «Y» _ დ. მაკგრეგორის ტერმინი, რომლის მიხედვით შესაბამის პიობებში ადამიანები მიისწრაფიან მუშაობისაკენ, მაშინ როდესაც ორგანიზაციის მიზნებისადმი ერთგულება გასამრჯელოს ფუნქციაა, რომელიც დაკავშირებულია მიზნის მიღწევასთან. ამ თეორიის თანახმად მოსახლეობის დიდი ნაწილი ფლობს შემოქმედებით პოტენციალს.




 

                                     ი

ინსტრუმენტალური ლიდერი (Instrumental leader )- ლიდერი, რომელიც ფლობს სათანადო ცოდნას და გამოცდილებას გუნდური ამოცნების გადასაჭრელად და მიზნების მისაღწევად.




 

იერარქიული სტრუქტურა _ ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრავალდონიანი მართვა და მართვის მცირე მოცულობა თითოეულ დონეზე.




 

 იდეის (მოაზროვნე )ლიდერი (Opinion leader )- სოციოლოგიაში ეს არის ლიდერის ტიპი, რომელიც არსებით გავლენას ახდენს სხვა ადამიანების აზრზე , რის გამოც მას ხშირად მიმართავენ ინფორმაციისა და რჩევისთვის.




 

იმიჯი _ შეხედულება,  წარმოდგენა, რომელიც ყალიბდება გარშემომყოფებში, საფირმო მარკისადმი მყიდველის (მომხმარებლის) ერთგულებას განაპირობებს.




 

ინტეგრაცია  _ ეკონომიკური სუბიექტების, სხვადასხვა ქვესისტემების (ქვედანაყოფების) ძალისხმევათა გაერთიანების პროცესი ორგანიზაციის საერთო მიზნების მისაღწევად.

ინფორმაცია _ ნებისმიერი შეტყობინება, ეკონომიკური მონაცემები, ცნობები, მნიშვნელობები, რომლებიც გამოიყენება მმართველობითი (სამმართველო) გადაწყვეტილებების მისაღებად

ინფორმაციულ-მმართველობითი სისტემა _ ხელმძღვანელთა  ინფორმაციით უზრუნველყოფის ფორმალიზებული სისტემა, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებათა მისაღებად.

 ინფრასტუქტურა _ დარგების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ერთობლიობა, რომლებიც ხელსაყრელ პირობებს ქმნიან საქონლის წარმოებისა და მომსახურებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა ცხოველმოქმედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. განასხვავებენ საწარმოო და სოციალურ ინფრასტუქტურას.

                                                      კ




 

    კოსმოპოლიტიკური ლიდერი (Cosmopolit leader )-  პ.კ.მერტონის მიხედვით, ჯგუფის ავტორიტეტული წევრი, რომელიც  თავისი ინტერესების, ცოდნის, უნარების  და კავშირების გათვალისწინებით სცდება ლოკალური ურთიერთობების საზღვრებს და ჯგუფზე ახდენს    მნიშვნელოვან გავლენას.




 

კოლექტივი _ ადამიანთა ჯგუფი, ერთობლიობა, რომლებიც ერთად  მუშაობენ. საწარმოს მუშაკთა კოლექტივს, ზოგჯერ შრომით კოლექტივს უწოდებენ.

კომერციალიზაცია _ ეკონომიკის და ბიზნესის სფეროში კომერციული საწყისების ფართოდ გამოყენება, კომერციული ორგანიზაციების რაოდენობის გაზრდა; მოგების მიღების მიზნისადმი საქმიანობის დამორჩილება.

კომერციული ორგანიზაცია _ ორგანიზაცია, რომლის მიზანია მოგების მიღება. კომერ-ციული ორგანიზაციები მენეჯმენტის ობიექტებია. არაკომერციული (მაგალითად, სახელმწიფოებრივი) ორგანიზაციების მიმართ გამოიყენება მართვა და არა მენეჯმენტი

კონსალტინგი_ სპეციალური კომპანიების საქმიანობა, რომლის დროსაც წარმოებს მწარმოებლების, გამყიდველების, მყიდველების კონსულტირება ეკონომიკისა და ბიზნესის, ფირმის შექმნასა და რეგისტრაციის, საქონლისა და მომსახურების ბაზრის გამოკვლევისა და პროგნოზირების, ინოვაციების საკითხთა ფართო წრის შესახებ.

კონტროლი _ მენეჯმენტის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევას  შეფასებას.

კონფლიქტი _ წინააღმდეგობა  ორ და მეტ მხარეს შორის როდესაც თითოეული მხარე ცდილობს გააკეთოს ისე, რომ მიღებული იქნეს სწორედ მისი შეხედულებები ან მიზნები და ხელი შეუშალოს მეორე მხარეს იგივე გააკეთოს.

კორპორაციის კულტურა _ ატმოსფერო ანუ ორგანიზაციული კულტურა




 




 

                                              ლ

ლიდერი  (Leader )

1.- გუნდის წევრი, რომელსაც ეძლევა  უფლება მიიღოს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები  ჯგუფისთვის საჭირო სიტუაციებში.

  2. - ლიდერი (Leader ) არის    ჯგუფის  წევრი,  ავტორიტეტული პიროვნება, რომელიც იღებს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს  ჯგუფისათვის მნიშვნელოვან სიტუაციებში და დიდ როლს თამაშობს როგორც ჯგუფში ურთიერთობების რეგულირების ,  ისე ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად  მასების ერთობრივ საქმიანობაში  .

1.ლიდერობა  -არის  ცალკეულ ინდივიდებსა და ჯგუფებზე  გავლენის მოხდენის შესაძლებლობა   და მმართველობითი  ურთიერთობის ისეთი ტიპი, რომელიც  ეფუძნება ძალაუფლების სხვადასხვა წყაროების საფუძველზე   კონკრეტული სიტუაციისთვის  ყველაზე   ეფექტიან  გზას  მასების საერთო მიზნისკენ   გასაერთიანებლად.   ლიდერობა   ფორმირდება  ისეთ  ურთიერთობებში,  რომლებსაც საფუძვლად უძევს:  ნდობა,  პროფესიონალიზმი,  თანადგომა, პირადი სიმპატიები,  სიახლისკენ სწრაფვა  და საუკეთესო გამოცდილების  აპრობირება,  გუნდური მუშაობა.   კონკრეტული და ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად.

სოციოლოგიაში  ანსხვავებენ ლიდერთა რამოდენიმე ტიპს:

- საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე: შთაგონების წყარო და შემსრულებელი;




 

- საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე:  უნივერსალური და სიტუაციური;




 

-საქმიანობის მიმართულებიდან გამომდინარე: ემოციური და საქმიანი;




 

-ოფიციალურ ხელმძღვანელობასთან დამოკიდებულების მიხედვით: პოზიტიური და ნეგატიური;




 

-ფორმალურ უფლებამოსილებასა და გავლენის ხარისხთან დამოკიდებულებით: ფორმალური და არაფორმალური.




 

2.ლიდერობა  (Leadership )-ლიდერობა ფართო გაგებით , პიროვნებათასორისი ურთიერთობების სფეროში  დონიმირებისა და გავლენის მოხდენის  უნარი.

-ლიდერობა საკადრო მუშაობაში -მმართველობითი ურთიერთობის ფორმა, რომელიც ეფუძნება  ლიდერის განსაკუთრებულ სტატუსს, მის პიროვნულ თვისებებს, კვალიფიკაციასა და თანამდებობას.

ანსხვავებენ :

- ფორმალურ ლიდერობას - ადამიანებზე გავლენის მოხდენის პროცესი დაკავებული თანამდებობის პოზიციიდან;

- არაფორმალური ლიდერობა - ადამიანებზე გავლენის მოხდენის პროცესი, საკუთარი უნარების, ცოდნისა და სხვა რესურსების  დახმარებით.




 

ლოკალური ლიდერი (Local leader )-პ.კ.მერტონის მიხედვით ჯგუფის ავტორიტეტული წევრი, რომლის გავლენა ჯგუფზე განპირობებულია  მისი ინტერესებით, კავშირებით, ადგილობრივი გარემოებების ცოდნით.

ლიბერალური ხელმძღვანელი _ ხელმძღვანელი (მენეჯერი), რომელიც თავის ხელქვეითებს აძლევს  სრულ თავისუფლებას ამოცანების შერჩევასა და თავისი საქმიანობის კონტროლში. მისი საპირისპიროა ავტოკრატიული ხელმძღვანელი.

ლიდერთა კოალიცია  (Coalition of leaders )

- ურთიერთზემოქმედების შეთანხმება ექსპრესიულ და ინსტრუმენტალურ ლიდერებს შორის  ჯგუფზე მათი გავლენის გაზრდის მიზნით.

ლიდერობის თეორიები

- სამეცნიერო თეორიები, რომელთა დახმარებითაც შეიძლება  ლიდერობის ფენომენის, მისი წარმოშობის , ევოლუციის   ფა ფუნქციონირების ახსნა.




 

                                                 მ

მართვა _ შეგნებული მიზანმიმართული ზემოქმედება სუბიექტებისა და ორგანოების მხრივ ადამიანებსა და ეკონომიკურ ობიექტებზე, რომელიც ხორციელდება სასურველი შედეგების მიღების მიზნით. მართვას საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეწოდება მენეჯმენტი.

მართვის დონეები_ ორგანიზაციაში შრომის ვერტიკალურად დანაწილების შედეგად ჩამოყალიბებული მართვის იერარქია. გამოყოფენ მართვის სამ დონეს:  დაბალი (ტექნიკური), საშუალო (მმართველობითი)და უმაღლესი დონე (ინსტიტუციონალური).

                                       




 

მენეჯერი  _ მართვის სპეციალისტი, პროფესიონალი მმართველი ბიზნესის სფეროში. იგი ბიზნესმენის მიერ დაქირავებულია და ფირმაში მართვის სხვადასხვა დონეზე ახორციელებს ადამიანთა ჯგუფების ხელმძღვანელობას.

მენეჯმენტი

 1. მართვის მეცნიერება და პრაქტიკა საბაზრო ეკონომიკის პირობებში;

2. საწარმოს მართვის პრინციების, ფორმებისა და მეთოდების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მისი საქმიანობის  ეფექტიანობას და მოგების მიღებას. იგი გულისხმობს დასახული მიზნების შესრულებას   პერსონალის  შრომის, ინტელექტის, ქცევის მოტივების გამოყენებით.




 

მექანისტური სტრუქტურა _ ორგანიზაციის ტრადიციულ-ბიუროკრატიული ფორმა ადაპტური ანუ ორგანული სტრუქტურის საპირისპიროდ.

მეწარმე _ საქმიანი ადამიანი, რომელიც ეწევა ბიზნესს პირადი სახსრებისა და რისკის საფუძველზე. ბიზნესმენისაგან განსხვავებით მეწარმე თვითონ მართავს საკუთარ ფირმას, ვინაიდან თვითონ არის საკუთარი ბიზნესის, შემოქმედი, ინოვატორი.

მეწარმეობა _ ინოვაციური ბიზნესი, რაც ნიშნავს რაიმე ახლის შეთავაზებას მომხმარებლისათვის. ბიზნესი უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მეწარმეობა, ვინაიდან იგი მოიცავს ნებისმიერ ერთჯერად ბიზნესოპერაციებსაც და მეწარმეობასაც. ამრიგად, მეწარმეობა არის ახალი საქონლის შექმნა და ახალი მომხმარებლის, ახალი ბაზრის შექმნა.

მოტივაცია _ მენეჯმენტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, საქმიანობის სტიმულირების პროცესი, რომელიც მიმართულია ორგანიზაციის ინდივიდუალური და საერთო მიზნების მიღწევაზე

ნომინალური ლიდერი- ფორმალური, პასიური ლიდერი (Nominal leader)

 ინდივიდი, რომელსაც აქვს ოფიციალური ლიდერის სტატუსი,  თუმცა ფაქტიურად არ ასრულებს მის ფუნქციებს.  _ ადგილობრივ თვითმმართველ სისტემაში სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის მართვა. ამ მენეჯმენტის საკითხთა წრეში შედის ენერგოწყალმომარაგება, ოპერატიული მართვა _ ორგანიზაციაში მიმდინარე მოვლენების მართვა, რომელიც ოპერაციულ დაგეგმვას, აღრიცხვასა და კონტროლს მოიცავს.




 

ორგანიზაცია _ ადამიანთა ჯგუფი, რომელთა საქმიანობა კოორდინირდება შეგნებულად საერთო მიზნის ან მიზნების მისაღწევად. განასხვავებენ კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებს. კომერციული ორგანიზაციების მიზანია მოგების მიღება. არაკომერციულ ორგანიზაციებს განეკუთვნებიან სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არ არის მოგების მიღება.

ორგანიზაციული სტრუქტურა _ მართვის დონეების და ფუნქციური სფეროების ლოგიკური თანაფარდობა, რომლებიც ორგანიზებულია იმგვარად, რომ უზრუნველყოს ორგანიზაციის მიზნების ეფექტიანი მიღწევა.

ორგანიზაციული ლიდერობა _ გავლენის მოხდენის უნარი ცალკეულ ადამიანებსა და ჯგუფებზე მათი საქმიანობის პროცესში ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ორგანიზაციის კულტურა _ ორგანიზაციაში შემუშავებული და მისი წევრებისათვის დამახასიათებელი ქცევის, ზნე-ჩვეულებების და მოლოდინის მოდელის ერთიანი სისტემა. ნოუ-ჰაუ _ მეცნიერულ-ტექნიკური, საწარმოო-ტექნოლოგიური, მმართველობითი (მენეჯმენტის), ფინანსურ-ეკონომიკური, კომერციული ხასიათის ცოდნის, აგრეთვე მათი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილების ერთობლიობა, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამხდარა საერთო საკუთრებად და წარმოადგენს სიახლეს.




 

                                                                            პ




 

პოლიტიკური ლიდერობა-მუდმივი პრიორიტეტული და ლეგიტიმური გავლენის პროცესი  საზოგადოებაზე,  ერთი ან რამოდენიმე ავტორიტეტული პირის მიერ.

       პოლიტიკური ლიდერობა ეფუძნება ლიდერის უნარებს, ეს უნარებია:

- განსხვავებული სოციალური ჯგუფების საქმიანობის მოტივების სწორად აღქმა და გაგება;

- მიზნობრივი აუდიტორიის ინტერესების გათვალისწინება პოლიტიკური კურსის განხორციელების დროს;

მოქმედება  ძირითად პოლიტიკურ აქტივებზე;

-

- ხალხის დარწმუნება.




 

პოლიტიკა _ საერთო ორიენტირება მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც აიოლებენ მიზნების მიღწევას.




 

პასუხისმგებლობა_ დავალებათა შესრულების ვალდებულება და მათი დამაკმაყოფილებელი შესრულების უზრუნველყოფა.

პირველადი ინფორმაცია _ ინფორმაცია, რომელიც შეგროვებულია სპეციალურად მოცემული შემთხვევისათვის

პოლიტიკური ეკონომია _ ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი  ადრეული მიმართულება, უკავშირდება მე-17 საუკუნის ფრანგი ეკონომისტის  ა. მონკრეტიენის სახელს. მისი იდენტურია  ეკონომიკური თეორია.




 

             რ

რაციონალური გადაწყვეტილება _ არჩევანი, რომელიც განმტკიცებულია ობიექტური ანალიზის შედეგებით. რაციონალური გადაწყვეტილება განსჯაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისაგან განსხვავებით არ არის დამოკიდებული წარსულში დაგროვებულ გამოცდილებაზე.




 

რელევანტური ინფორმაცია _ მონაცემები, რომლებიც შერჩეულია კონკრეტული ამოცანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

რისკი _ განუსაზღვრელობის დონე შედეგის წინასწარ განჭვრეტაში (პროგნოზირებაში).

                     

                                   ს

სოციომეტრიული ლიდერი (Sociometrical leader )- გუნდის წევრი, რომელიც უფრო ხშირად აირჩევა ჯგუფის სხვა წევრების მიერ ყველა კრიტერიუმის მიხედვით.




 

საბაზრო ეკონომიკა _ ეკონომიკა, რომელიც ფუნქციონირებს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა კანონების საფუძველზე. მისთვის დამახასიათებელია კერძო საკუთრება და კონკურენცია. საბაზრო ეკონომიკა  ძირითადად  წმინდა საბაზრო ეკონომიკის (აბსოლიტური ჩაურევლობა) და შერეული საბაზრო ეკონომიკის ( სახემლწიფო სტრუქტურების მხრიდან ეკონომიკის რეგულირება, ჩარევის პოლიტიკა) ეტაპებით არის წარმოდგენილი. .

საერთაშორისო ბიზნესი _ პირველ რიგში საწარმოების  საქმიანი ურთიერთქმედება და ბიზნესო-პერაციების განხორციელება, რომლებიც განლაგებულია სხვადასხვა ქვეყანაში.

საერთაშორისო მენეჯმენტი _ მენეჯმენტის სპეციალური მიმართულება,  რომლის მთავარი მიზანია ფირმის კონკურენტულ უპირატესობათა ფორმირება, განვითარება და გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის წარმართვის შესაძლებლობათა და ამ ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, კულტურული და სხვა თავისებურებათა გამოყენების ხარჯზე.

საინოვაციო მენეჯმენტი _ სტრატეგიული მენეჯმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ობიექტია ორგანიზაციაში ინოვაციური პროცესების  მართვა.

საცალო ვაჭრობა _ საქონლის გაყიდვა ცალობით, როგორც წესი, საცალო ფასებით, რომლებიც აღემატება მიზნობრივი (ჩვეულებისამებრ 20 %-მდე) ფასნამატით საბითუმო ფასებს. სხვაობა საბითუმო და საცალო ფასებს შორის წარმოადგენს მოგების წყაროს სავაჭრო საწარმოებში (სუპერმარკეტებში, უნივერმაღებში და სხვ.).

საბითუმო ვაჭრობა _ საქონლის ყიდვა--გაყიდვა მსხვილი პარტიებით, საბითუმო ფასებით, რომლებიც საცალო ფასებთან შედარებით მცირეა.




 




 

სისტემა _ ერთიანობა, რომელიც შედგება ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისგან უნიკალური მახასიათებლებით. ორგანიზაციები ითვლება ღია სისტემად, იმიტომ რომ ისინი დინამიკურად ურთიერთმოქმედებენ გარე გარემოსთან სინეგიული ეფექტით აღინიშნება სისტემურობის პრინციპის დაცვა.

სიტუაციური მიდგომა _ კონცეფცია, რომლის თანახმად  ოპტიმალური გადაწყვეტილება  გარემოს ფაქტორებზეა დამოკიდებული.   ასეთი მიდგომა ცნობილია «მართვისადმი სიტუაციური  მიდგომის» სახელწოდებით.

სოციალური პასუხისმგებლობა _ ორგანიზაციის მოქმედებები, რომლებიც მიმართულია საზოგადოების საკეთილდღეოდ ნებაყოფლობით და არა კანონის მოთხოვნით.

სტრატეგია _ ორგანიზაციის მისიის განხორციელებისა და მიზნების მიღწევის საერთო, ყოველმხრივი, კომპლექსური გეგმა (ბერძნულიდან, მხედართმთავრის , გენერლის  ხელოვნება).

სტრატეგიული დაგეგმვა _ ხელმძღვანელობის მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა ნაკრები, რომლებიც განკუთვნილია ორგანიზაციის კონკრეტული კურსის, მიმართულების  შესამუშავებლად, რათა ორგანიზაციამ მიაღწიოს თავის მიზნებს. სტრატეგიული გეგმა გათვალისწინებულია დროის გრძელვადიან მონაკვეთზე (3-5  წლამდე და მეტიც). იგი მუშავდება მართვის უმაღლეს დონეზე.

სოციოტექნიკური სისტემა _ სისტემა, რომელიც წარმოადგენს ადამიანებსა და ტექნო-ლოგიურ კომპონენტებს. ყველა ფორმალური ორგანიზაცია წარმოადგენს სოციოტექნიკურ სისტემას.

სტილი ხელმძღვანელობის

_ხელმძღვანელის (მენეჯერის) ხელქვეითებთან ურთიერთობაში ქცევის განზოგადოებული  ტიპი, რომელიც შეიძლება იყოს  დასახული მიზნების მიღწევის პროცესში , ავტოკრატიული, დემოკრატიული ან  ლიბერალური.




 

                                        ტ

ტაქტიკა _ მოკლევადიანი სტრატეგია ოპერატიული მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვეულებრივად მუშავდება მართვის საშუალო ან დაბალ  დონეზე. იგი გათვალისწინებულია დროის უფრო მოკლე მონაკვეთზე, ვიდრე სტრატეგია (ჩვეულებრივ ერთი წელი).

ტაქტიკური დაგეგმვა _ მთლიანად ფირმის (ორგანიზაციის) და მისი ცალკეული ქვედანაყოფების ოპერატიული გეგმების (ერთი წლის) დეტალური დამუშავება (იგულისხმება მარკეტინგის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვ.).

უნივერსალური ლიდერი - ადამიანი, რომელიც გამოირჩევა პიროვნული თვისებებით, რომელთა დახმარებითაც ნებისმიერ სიტუაციასი რჩება ლიდერად.




 

უზარალობა _ საწარმოს , აგრეთვე ფიზიკური პირის სამეურნეო საქმიანობის  ეკონომიკური დონე, რომლის დროს საქმიანობისაგან მიღებული შემოსავალი მასთან დაკავშირებული დანახარჯებს ჭარბობს.




 

უკუკავშირი _ რეაქცია შეტყობინებაზე, რომელიც ეხმარება გამგზავნს, ინფორმაციის წყაროს (მენეჯერს) განსაზღვროს აღქმულია თუ არა გაგზავნილი ინფორმაცია

ფორმალური ჯგუფი _ ჯგუფი, რომელიც სპეციალურად ჩამოყალიბებულია ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებული პროცესების საშუალებით. მისი მიზანია ჩვეულებრივად რაიმე კონკრეტული დავალებების შესრულება.

ფრენშაიზინგი  _ მსხვილი და მცირე (წვრილი) ფირმების სახელშეკრულებო სისტემა  ექსკლუზიური უფლების მინიჭებით ბიზნესში. მსხვილი ფირმა (ფრენშაიზერი)_საწარმო_დამამზადებელი შეუთანხმდება მცირე ფირმას (ფრენშაიზი), რომელიც კისრულობს ფრენშაიზერის საქონლის გაყიდვის ვალდებულებას, ან მისთვის მომსახურების გაწევას.

ფუნქციური კონფლიქტი _ კონფლიქტი, რომელიც იწვევს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებას.




 

ქარიზმატული ლიდერი (Charismatic leader )-ლიდერი, რომლის გავლენის ფაქტორიც ეფუძნება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ  გამორჩეულ  პერსონალურ მახასიათებლებს.




 

ქარიზმა  _ გავლენა, რომელიც ემყარება ხელმძღვანელის (მენეჯერის) პიროვნულ თვისებებს ანუ მის როგორც ლიდერის უნარიანობას (ქარიზმატული ხელმძღვანელი).

ქვედანაყოფი _ საწარმოს (ორგანიზაციის) და მასზე მიკუთვნებული მუშაკების ოფიციალურად გამოყოფილი ნაწილი, რომელიც ასრულებს მისთვის დაწესებულ სამუშაოთა წრეს, პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის. ქვედანაყოფი უფრო ხშირად გამოიყოფა მასზე დავალებული სამუშაოს პროფილის მიხედვით. ქვედანაყოფს მიეკუთვნება განყოფილებები, სექტორები, ლაბორატორიები და სხვ.

ღირებულება _ 1. საქონლის ფასი; 2. ფულადი სახსრების დანახარჯი საქონლის შესაძენად და მომსახურების შესასრულებლად; 3. შრომითი ღირებულების თეორიაში _ საქონელში განივთებული შრომა (საცვლელი ღირებულება).

                                                         ყ

ყიდვა განვადებით _ ყიდვა საზღაურის ეტაპობრივი  დაფარვით.

                                                შ

შერეული ეკონომიკა _ ეკონომიკური სისტემა, საბაზრო ეკონომიკის მიმდინარეობა, სტადია, რომლის საფუძველზეც იქმნება შესაბამისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმაცია,  სტრუქტურა, რომელიც ემყარება ინტერესთა შეხამებასა და სა-ზოგადოებრივ თანხმობას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა ძირითადად შერეული ეკონომიკის ფორმითაა წარმოდგენილი.


 




 

                                                  ძ

ძალაუფლება_ მოქმედების შესაძლებლობა სხვა ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების უნარის საშუალებით.




 

                                  ც

ცხოვრების ღირებულება _ საქონლის, მომსახურების ღირებულება, რომელიც აუცილებელია ადამიანის, ოჯახის ცხოვრებისათვის; იგი გაიანგარიშება მოქმედ ფასებში.

ცხოვრების სტილი _ ადამიანის არსებობის წესი, რომელიც გამოიხატება მისი მოქმედების, ინტერესების და  მსოფლმხედველობის  მეშვეობით.

ჭარბწარმოება _ პროდუქციის მიწოდების გადამეტება მის მოთხოვნაზე. წარმოებულია უფრო მეტი საქონელი, ვიდრე მასზე მოთხოვნაა.

ხელმძღვანელი-ჯგუფი-_ სიტუაცია,  რომელიც შედგება ხელმძღვანელისა და ხელქვეითებისგან, რომლებიც იმყოფებიან  ხელმძღვანელის  მართვის  ქვე




 

ხელმისაწვდომი ბაზარი _ მომხმარებელთა ერთობლიობა, რომლებსაც გააჩნიათ ინტერესი, შემოსავალი და შეუძლიათ კონკრეტული საქონლის, მომსახურების შეძენა.    




 

                ჯ

ჯგუფი _ ინდივიდუალური მიზნების მატარებელი ორი ან მეტი პირის ერთობრიობა, , რომლებიც ურთიერთმოქმედებენ ერთმანეთთან იმგვარად, რომ თითოეული პირი გავლენას ახდენს სხვაზე და ასევე განიცდის მის გავლენას.

ჯგუფის წევრები- ადამიანები, რომლებიც  შედიან  გუნდში.

                                               ჰ




 

ჰოლდინგური კომპანია _ სათავო საწარმო, რომელიც მართავს ან აკონტროლებს სხვა საწარმოების  საქმიანობას და ფლობს მათ  საკონტროლო პაკეტებს შესაძლებელია  ჰოლდინგური კომპანია  სამეურნეო საქმიანობას (ბიზნესს) არ ეწეოდეს.


 

ჰიგიენური ფაქტორები _ ფ. ჰერცბერგის ორფაქტორიანი თეორიის თანახმად ადამიანის საქმიანობის გარემომცველ სფეროში მოქმედი ფაქტორები. მათ არარსებობას შეუძლია გამოიწვიოს დაუკმაყოფილებლობა, მაგრამ არ შეუძლია ქცევის აქტიური მოტივირება.

ჰიპოთეზა  _ რაიმე მოვლენის ასახსნელად წამოყენებული მეცნიერული ვარაუდი, რომლის უეჭველობა ჯერ არ არის ცდით დამტკიცებული. ეკონომიკასა და ბიზნესში ჰიპოთეზები, უპირველეს ყოვლისა, პროგნოზირების დამუშავებასა და ახალი თეორიების წამოყენებასთანაა დაკავშირებული.


იხილე მეტი, წყარო: ლიდერობა და გუნდის მართვა, 2013 - წელი, 
ა.ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე

 

კატეგორია: სამეცნიერო - Scientific | ნანახია: 2194 | დაამატა: Aida | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:



C o n f e r e n c i e r . T k   ვ ი ს წ ა ვ ლ ო თ    მ ა რ ტ ი ვ ა დ   და   ხ ა რ ი ს ხ ი ა ნ დ !